‹ დაბრუნება პროექტები

მონოქრომი

Monochrom არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, სააკაძისა და გმირთა მოედნებს შორის.

მონოქრომი
პროექტები
საცხოვრებელი
მდებარეობა
საბურთალო, თბილისი
წელი
2028
სტატუსი
გაყიდვაში
  • ბაზისბანკი
მშენებლობა
2026 იანვარი–2028 ივლისი
ბინების ფართობი
52 – 131 მ²
ბინების სახეობები
1 საძინებელი, 2 საძინებელი
საწყისი ფასი
$2200 / მ²
გადახდის პირობა
პირველადი შენატანი არის 20%, შემდეგ 10% და ბოლოს 70%.
ჩაბარების კონდიცია
მწვანე კარკასი
ძირითადი მაჩვენებლები
16 სართული
სართულის ფართი
600 მ²

Monochrom არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, სააკაძისა და გმირთა მოედნებს შორის, ბიძინა კვერნაძის 9 ნომერში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე. იდეალური ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს მუდმივ მობილურობას და მარტივ წვდომას ქალაქის მთავარ არტერიებთან. კომპლექსს გააჩნია ორი მხრიდან მისასვლელი გზა, რაც საცობების მინიმალიზაციას და გადაადგილების სისწრაფეს განაპირობებს. კომფორტი აქ ხელშესახებია. ყველა საჭირო ობიექტი - “აგროჰაბი”, რეკრეაციული ზონა, თუ პადელის მოედანი, 100 მეტრის რადიუსშია.

Monochrom-ის პრემიუმ ხარისხი უძრავი ქონების ფასეულობის გრძელვადიან შენარჩუნებას უზრუნველყოფს. აქ ურბანული რიტმი იდეალურად ბალანსდება კომფორტთან. კომპლექსში განთავსებული კომერციული ფართები კი პროექტს მაღალლიკვიდურ აქტივად აქცევს. ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც განაპირობებს მუდმივ მოთხოვნას და სივრცის მარტივად, მაღალ ფასად გაქირავებას.

Monochrom საქმიანი და წარმატებული ადამიანების არჩევანია, ვისთვისაც დრო და ხარისხი უმთავრესია. ეს არის სივრცე, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს გემოვნებას, სტატუსსა და მიღწევებს. მინიმალისტური არქიტექტურა, ტრავერტინის ქვით მოპირკეთებული ფასადი, ენერგოეფექტური ალუმინის კარ-ფანჯარა და ორდონიანი, ვენტილირებადი პარკინგი ქმნის თავდაჯერებულ გარემოს, სადაც პრემიუმ ხარისხი ყველა დეტალში იგრძნობა. Monochrom-ში უძრავი ქონების ფლობა თვითგამოხატვის საშუალებაა.

  • მონოქრომი 1/5
  • მონოქრომი 2/5
  • მონოქრომი 3/5
  • მონოქრომი 4/5
  • მონოქრომი 5/5